ქართველი არქიტექტორებისთვის, ინტერიერის დიზაინერებისა და ზოგადად მომხმარებლებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო ამბავი გვაქვს — 21 ოქტომბერს კომპანია „ბელ მეზონმა“ თბილისში კერამიკული ფილების მწარმოებელი იტალიური კომპანიის, “IRIS CERAMICA GROUP”-ის ექსკლუზიური შოურუმი გახსნა. IRIS CERAMICA GROUP აერთიანებს ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორიცაა FIANDRE, ARIOSTEA, FMG, IRIS CERAMICA, SAPIENSTONE და PORCELAINGRES. ეს ბრენდები უპირობოდ ლიდერ პოზიციებს იკავებენ მსოფლიო ბაზარზე უახლესი ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხითა და გამორჩეული დიზაინით. შესაბამისად, ამ შოურუმის გახსნა არა მხოლოდ საქართველოსთვის წარმოადგენს სიახლეს, არამედ ისიც უნდა ითქვას, რომ აღნიშნული კომპანიის მონობრენდული შოურუმი მსოფლიოს მხოლოდ რამდენიმე ქალაქშია წარმოდგენილი — მილანში, ლონდონში, ნიუ-იორკში, ბერლინში და ახლა უკვე ჩვენთან.
86, Akaki Beliashvili Str.
0159 Tbilisi, Georgia
Tel: +995 32 220 13 13
Monday - Saturday
10:00 - 19:00